1. ანაბრის გახსნა და წარმოება უფასოა;
2. ვადიან ანაბარზე თანხის დამატება არ არის დაშვებული;
3. ვადიან ანაბარზე დაშვებულია მხოლოდ ნაღდი სახის ოპერაციები;
4. ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას;
5. ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება ფაქტიური განთავსების შესაბამის საპროცენტო განაკვეთზე 4%-ით ნაკლები. (უკვე განაღდებული საპროცენტო სარგებელი დაკავდება ძირითადი თანხიდან.)
ვადიანი ანაბრის გახსნისას გეძლევათ შემდეგი არჩევანის უფლება:
დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ
ა. აირჩიონ დეპოზიტის თანხის სპეციალურ მოთხოვნამდე ანგარიშზე გადატანა, რომელსაც დაერიცხება მოთხოვნამდე ანაბრის პროცენტი.
ბ. აირჩიონ დეპოზიტის 3 თვის ვადით ავტომატური პროლონგაცია. ამასთან, კლიენტს დეპოზიტის ვადის გასვლიდან 2 კვირის განმავლობაში შეუძლია გაიტანოს ანაბარი.
გ. აირჩიონ დეპოზიტის იმავე ვადით ავტომატური პროლონგაცია, რა ვადითაც ის არის შემოტანილი. ამასთან კლიენტს დეპოზიტის ვადის გასვლიდან 2 კვირის განმავლობაში შეუძლია გაიტანოს ანაბარი.
"ბ" და "გ" შემთხვევებში დეპოზიტის ვადის გაგრძელებისას, ახალი დეპოზიტის თარიღი დაემთხვევა ძველი დეპოზიტის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო პროცენტი კაპიტალიზირდება ან გადაიტანება ცალკე ანგარიშზე კლიენტის სურვილის შესაბამისად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ნებისმიერ ვადიანი დეპოზიტის მფლობელს შეუძლია "თიბისი ბანკში" აიღოს სესხი დეპოზიტის პროცენტს + 4% წლიური საპროცენტო განაკვეთით. მაგალითად, თუ ანაბრის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 8.5%-ს, სესხის აღება ამ ანაბრის უზრუნველყოფით შესაძლებელია 8.5%+4%=12.5%-ში.