სიახლე! მეტი კომფორტი ვადიანი ანაბრების მფლობელებს
ვადიანი ანაბრის მოქმედების ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თქვენი დანაზოგი თქვენთვის სასურველ, ნებისმიერ ვალუტაში (დოლარი, ლარი, ევრო)*.
რატომაა კონვერტაცია მოსახერხებელი?
კონვერტაციისას თქვენ შეგიძლიათ:
დაამატოთ ნებიმისერი თანხა თქვენს ვადიან ანაბარს. ამით, თქვენ თავიდან იცილებთ ვადიანი ანაბრის დარღვევის საკომისიოს.
დატოვოთ დანაზოგის ნაწილი არსებულ ვალუტაში, ნაწილი კი დააკონვერტიროთ სხვა ვალუტაში ან ვალუტების კომბინაციაში.
გაზარდოთ ანაბარი თქვენთვის სასურველი ვადით და მიიღოთ მეტი სარგებელი.
ამასთან, კონვერტაციის რაოდენობა შეზღუდული არ არის!
კონვერტაციისას თქვენ იხდით მხოლოდ ანაბრის ვალუტის ცვლილების საკომისიოს (0.5%), რომელიც გამოითვლება იმ თანხიდან რომელსაც თქვენ აკონვერტირებთ. მაგალითად, თუ თქვენს ვადიან ანაბარზე არის 1 000 ლარი და თქვენ გსურთ მისი დაკონვერტირება სხვა ვალუტაში, ანაბრის ვალუტის ცვლილების საკომისიო იქნება 1 000*0.5% = 5 ლარი