მოქნილობა და თანხის განკარგვის თავისუფლება თქვენს ხელთაა.
რისთვისაც არ უნდა ინახავდეთ თანხას, თიბისი ბანკის შემნახველი ანაბარი გთავაზობთ საუკეთესო საპროცენტო სარგებელს და მოქნილობას.
ანაბრის აღწერა
ანაბარზე თანხის შეტანა და გატანა არ არის შეზღუდული. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი დანაზოგი მთლიანად, ან ნაწილობრივ და თან მიიღოთ საპროცენტო სარგებელი.
საპროცენტო სარგებელი
ლარში
3%.
აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი
2%.
პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლოს და ერიცხება შემნახველ ანგარიშზე.
მომსახურების ღირებულება
ანგარიშის გახსნა - უფასო
ყოველთვიური მომსახურება - 0.90 ლარი.
ნაღდი ფულის შეტანა და გატანა(ნაღდით შეტანილის ოდენობით) უფასოა.
უპირატესობები
დანაზოგის განკარგვის მოქნილობა და საპროცენტო სარგებლის მიღება.
ანგარიშზე უნაღდო ჩარიცხვების შესაძლებლობა.
ანაბრიდან თანხის შეუზღუდავი გატანა.
მინიმალური პირველადი შენატანი
მინიმალური პირველადი შენატანი არ მოითხოვება.
მინიმალური ნაშთი
არ მოითხოვება.
სხვა პირობები
ანაბარზე დაშვებულია უნაღდო ჩარიცხვები;
უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში ფულის განაღდება ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით;
ერთი წლის განმავლობაში ნაშთის და ჩანაწერების არარსებობის შემთხვევაში, შემნახველი ანაბარი ავტომატურად იხურება.
დაბეგვრა
არ იბეგრება
შეინახეთ დანაზოგი საიმედოდ, ისარგებლეთ თანხის განკარგვის თავისუფლებით და თან მიიღეთ საპროცენტო სარგებელი.
გახსენით შემნახველი ანაბარი დღესვე!