Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
კომუნალური კომპანიებში
გსურთ დაზოგოთ დრო, ნერვები და ფული?

დაწვრილებით კომუნალური გადარიცხვების შესახებ

შესაძლებელია ორი ტიპის
ავტომატური კომუნალჯური გადარიცხვის განხორციელება:

 

1.ყოველთვიურად თანაბარი
თანხის გადარიცხვა:

ეს ვარიანტი მოსახერხებელია იმ კომპანიების დავალიანების დასაფარად, რომლებშიც ყოველთვიურად ერთი და იგივე თანხის გადარიცხვა ხდება. მაგალითად, ყოველთვიური საპენსიო ან სადაზღვევო ანარიცხის გაკეთება, ინტერნეტის DSL მომსახურების გადახდა, საკაბელო ტელევიზიის და წყლის ყოველთვიური გადასახადის გადახდა.

თანაბარი თანხის გადარიცხვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ რეგისტრაციისას მიუთითოთ არა მხოლოდ ყოველთვიურად გადასარიცხი თანხა, არამედ პერიოდიც, რომლის განმავლობაშიც ბანკმა უნდა შეასრულოს დავალება და გადარიცხვის კონკრეტული თარიღი.
მაგალითად: თქვენ აძლევთ დავალებას ბანკს 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის 25 რიცხვში გადარიცხოს 10 დოლარი სადაზღვევო კომპანიაში მანქანის დაზღვევის პოლისის ღირებულების ასანაზღაურებლად.


2.ყოველ თვე სხვადასხვა
თანხის გადარიცხვა:
ამ ვარიანტის კარგი მაგალითია თელასი – დენის დავალიანება ყოველ თვე სხვადასხვაა და შესაბამისად თქვენი ანგარიშიდან ბანკმა ყოველთვიურად სხვადასხვა თანხა უნდა გადარიცხოს. 


ამ შემთხვევაში, თქვენ არ უთითებთ ბანკს ყოველთვიურად გადასარიცხ თანხას და პერიოდს, რომლის განმავლობაშიც გსურთ გადარიცხვების განხორციელება. გადახდები შესრულდება მანამ, სანამ თქვენ თავად არ მოინდომებთ სერვისის გაუქმებას, ხოლო დავალიანებას ბანკი თავად "გაარკვევს" კომუნალური კომპანიისაგან მიღებული ელექტრონული ქვითრის საშუალებით. ასეთი სახის დავალიანება ყოველთვის ლარში ფიქსირდება. ამიტომ გადარიცხვაც ყოველთვის მხოლოდ ლარში წარმოებს.

 

მუშაობის პრინციპი

გადარიცხვები ბანკის მიერ ყოველთვის დროულად შესრულდება. მთავარია უზრუნველყოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა!

რა ხდება, როდესაც ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა?

თუ თქვენს ანგარიშზე გადარიცხვის მომენტში არ იქნება საკმარისი თანხა, მაშინ გადარიცხვა არ შესრულდება. მაგალითად, თუ თელასში თქვენი ვალი შეადგენს 30 ლარს, ხოლო ანგარიშზე არის მხოლოდ 10 ლარი, გადარიცხვა არ განხორციელდება.


ბანკი ყოველი დღის ბოლოს შეამოწმებს თქვენს ანგარიშზე არსებულ ნაშთს. როგორც კი ანგარიშზე შეიტანთ ან ჩარიცხავთ შესაბამის თანხას, ბანკი ავტომატურად განახორციელებს თქვენს გადარიცხვას.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დენის ჩაჭრა, ტელეფონის გათიშვა და სხვა ანალოგიური პრობლემები, ყოველთვის იქონიეთ თქვენს ანგარიშზე ავტომატური გადარიცხვებისათვის საკმარისი ნაშთი!

როგორ დავრეგისტრირდეთ ავტომატური გადარიცხვების სერვისზე?


პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ ანგარიშის გახსნა თიბისი ბანკში. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, მაშინ ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, არის განაცხადის შევსება თქვენს მომსახურე ფილიალში. განაცხადში უნდა მიუთითოთ კომპანიები, რომლებშიც გსურთ ავტომატური გადარიცხვების განხორციელება და ამ კომპანიებში თქვენი გადარიცხვის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი პარამეტრი – მაგალითად აბონენტის ნომერი თელასის და თბილგაზის შემთხვევაში.

 
ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა (პრიორიტეტები)

ავტომატური კომუნალური გადარიცხვები შესრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
  1. თელასი;
  2. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი;
  3. მუნიციპალური დასუფთავების სამსახური;
  4. ახალი ქსელები;
  5. ახტელი;
  6. სილქნეტი;
  7. კავკასუს ონლაინი GELink;
  8. კავკასუს ონლაინი (DSL);
  9. კავკასუს ონლაინი 8-07 12;
  10. სილქინტერნეტი;
  11. ყაზტრანსგაზი;
  12. GPIH დაზღვევა;
  13. გლობალ ერთი;
  14. სუპერტივი (აიეტი TV);
  15. GPIH საპენსიო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
  • ავტომატური გადარიცხვები სრულდება დღის განმავლობაში ორჯერ: 9:00 საათზე და18:30 საათზე;
  • ავტომატური გადარიცხვები შესრულდება გადასარიცხი თანხის ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით არ განხორციელდება);
  • საბარათე ანგარიშიდან ავტომატური კომუნალური გადარიცხვების განსახორციელებლად ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობასთან ერთად აუცილებელია, რომ ბარათი იყოს გააქტიურებული;
  • იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულებისათვის საჭირო თანხა კლიენტის ანგარიშზე შეტანილი იქნება პროვაიდერი კომპანიის მიერ დადგენილი გადახდის ბოლო დღეს, ბანკის მიერ გადარიცხული თანხა პროვაიდერი კომპანიის ბაზაში აისახება მომდევნო დღეს. ბანკი არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერი კომპანიის მიერ კლიენტისთვის დაკისრებულ სანქციებზე;
  • გასათვალისწინებელია, რომ თუ კომუნალური გადასახდელი გადახდილი იქნება უშუალოდ პროვაიდერ კომპანიაში და ეს კომპანია გადახდის დღესვე არ გაანულებს დავალიანებას, ბანკი მაინც შეასრულებს ავტომატურ გადარიცხვას პროვაიდერი კომპანიის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ბანკი არ არის პასუხისმგებელი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე;
  • ბანკს უფლება ექნება გააუქმოს დავალება ავტომატური გადარიცხვების შესახებ თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 365 დღის განმავლობაში. დავალების გაუქმების შემდეგ ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა ხელახლა უნდა წარუდგინოს ბანკს განაცხადი ავტომატური გადარიცხვების შესახებ;
  • ფიქსირებული ტიპის გადასახადებისას (მაგალითად ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში ავტომატური გადარიცხვის შესრულებისას), თუ დავალება ვერ შესრულდა შესაბამის ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის ან კლიენტის სხვა მიზეზით, ყოველ მომდევნო დღეს შემდეგი თვის ფიქსირებულ თარიღამდე ბანკი განხახორციელებს დავალების შესრულების მცდელობას;
  • ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე ემთხვევა უქმე დღეს,  ბანკის მიერ,   დავალება შესრულებულ იქნება ზემოაღნიშნული პირობების დაცვით. 


გამონახეთ 15 წუთი რეგისტრაციისათვის და სამაგიეროდ მიიღებთ მრავალი წუთის, საათის და დღის ეკონომიას!

არ დაგავიწყდეთ, რომ გადარიცხვის დროული შესრულებისათვის თქვენს ანგარიშზე შესაბამისი თანხა უნდა არსებობდეს.

კომუნალური გადასახადების პრობლემა ამიერიდან აღარ იარსებებს!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions