სერვისი მოიცავს ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ ყველა სახის საბანკო და სადაზღვევო მომსახურებას - მარტივი საბანკო ოპერაციიდან კომპლექსურ ფინანსურ მომსახურებამდე.
ამასთან, პერსონალური საბანკო მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური პროდუქტების ვრცელი მენიუთი. იგი მოიცავს თითოეულ კლიენტთან გამორჩეული, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ზუსტად არის მორგებული და ორიენტირებული კლიენტის მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილზე.
ჩვენ ურთიერთობას ვიწყებთ კლიენტის მოსმენით, რათა ყურადღებით შევაფასოთ თითოეული კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნები, მიზნები, პრიორიტეტები და ფინანსური გეგმები, რის შემდეგაც თქვენი სურვილები ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი ხდება!
პერსონალური მომსახურება, რომელსაც გაგიწევთ თქვენი პერსონალური ბანკირი, დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი კონკრეტული ფინანსური მიზნები და მათი მიღწევის გზები.
პერსონალური ბანკირი არის თქვენი საკონტაქტო პირი ბანკში. იგი დაიცავს თქვენს ფინანსურ ინტერესებს, ინდივიდუალურად შეისწავლის კონკრეტულ საკითხებს და გაგიწევთ განსაკუთრებულად კომფორტულ მომსახურებას.
მომსახურების უპირატესობები:
-
ინდივიდუალური მიდგობა
-
განსაკუთრებული ურთიერთობა
-
მომსახურების ხარისხი
-
კონფიდენციალურობა
-
მომსახურების სწრაფი და კომფორტული პროცესი
-
ბონუსები და ბანკის პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალური შემოთავაზებები
ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ თქვენთვის ძვირფასი დრო
შენიშვნა: მომსახურების მისაღებად საჭიროა ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.