Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
Unistream

სწრაფი გზავნილების სისტემა UNISTREAM

იუნისტრიმი წარმოადგენს ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად, სწრაფად და უსაფრთხოდ გადაუგზავნოთ თანხა თქვენს ახლობლებს და მეგობრებს რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და შორეულ საზღვარგარეთში.

  • იუნისტრიმის სისტემის გზავნილები მიიღება და იგზავნება აშშ დოლარის ვალუტაში, ევროში ან რუსეთის რუბლში
  • სისტემა იუნისტრიმი ემსახურება თავის კლიენტებს მომსახურების 220 000-ზე  მეტ პუნქტში,  მსოფლიოს 95  ქვეყანაში
  • სისტემა აქტიურად ანვითარებს საკუთარ  ქსელებს აფილირებულ კომპანიების მეშვეობით ინგლისში, კვიპროსზე, საბერძნეთსა  და გერმანიაში

სისტემა იუნისტრიმის  ფულადი გზავნილების უპირატესობები:

  • მომგებიანია: გადარიცხვების დაბალი კომისია  რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და შორეულ საზრვარგარეთში
  • მარტივია: არ არის საჭირო ბანკის ანგარიშის გახსნა, არც გამგზავნი და არც მიმღები პირისთვის
  • სწრაფია: გადარიცხვის გაფორმება რამოდენიმე წუთში ხდება, იუნისტრიმ კლიენტის ბარათის გამოყენებისას კი გზავნილის გაფორმება უფრო სწრაფად ფორმდება. გზავნილი 10-15 წუთის განმავლობაში გაგზავნის მომენტიდან მზად არის გაფორმებისთვის
  • მოსახერხებელია: გზავნილის გაგზავნისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ  თანხის მიღების კონკრეტული  მისამართი, ან მხოლოდ ქვეყანა  და ქალაქი

მილიონობით მომხმარებელი მთელ მსოფლიოში ენდობა იუნისტრიმს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ადრესატი  სწრაფად მიიღებს გზავნილს.

გზავნილის გაგზავნისთვის თქვენ უნდა:

  • მიმართოთ თქვენთვის მოსახერხებელ ბანკის ოფისში, რომელიც ახორციელებს იუნისტრიმის  სისტემის გადარიცხვებს
  • აჩვენოთ ბანკის თანამშრომელს პირადობის მოწმობის საბუთი
  • ამოირჩიოთ ქვეყანა და ქალაქი, სადაც გადაირიცხება თანხა
  • მოაწეროთ ხელი განცხადებას გზავნილის გაფორმებაზე
  • შეიყვანოთ გადარიცხვის თანხა და გადაიხადოთ კომისია


ბანკის თანამშრომელი შეგატყობინებთ გზავნილის მინიჭებულ უნიკალურ ნომერს. თქვენ უნდა შეატყობინოთ მიმღებ პირს:

  • გზავნილის საკონტროლო ნომერი
  • გზავნილის თანხა

გზავნილის მისაღებად თქვენ უნდა:

  • გამგზავნისგან გაიგოთ  ინფორმაცია საკონტროლო ნომრის და თანხის რაოდენობის  შესახებ
  • მიმართოთ ბანკის ოფისს, რომელიც ახორციელებს გზავნილებს იუნისტრიმის სისტემის საშუალებით, მის სამუშაო საათებში
  • წარუდგინოთ  ბანკის თანამშრომელს თქვენი პირადობის მოწმობა
  • დაუსახელოთ თანხის რაოდენობა და  გზავნილის საკონტროლო ნომერი
  • მოაწეროთ ხელი მიღებულ გზავნილზე
  • მიიღოთ თანხა

ფულადი გზავნილი იქნება გადმოცემული  სრულად, კომისიის გარეშე.


დამატებითი ინფორმაციისთვის, იუნისტრიმის სისტემის შეთავაზებების შესახებ მიმართეთ ინტერნეტ გვერდს: www.unistream.ru

 

თანხის გადარიცხვა და მიღება Unistream-ით შესაძლებელია მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.  

გადარიცხვისთვის საჭირო დრო 10 წუთიდან
გადარიცხვის ვალუტა აშშ დოლარი და ევრო
გადარიცხვის საკომისიო თანხის 1.5%-დან*
თანხის მიღება უფასო
გზავნილის უსაფრთხოება თანხის გაგზავნისას გადმოგეცემათ უნიკალური 10 ნიშნა კოდი,
რომელიც საიდუმლოა და უნდა აცნობოთ მხოლოდ თანხის მიმღებს.

*სხვადასხვა ქვეყანაში და ბანკში განსხვავებულია.

Unistream-ით სარგებლობის სხვა პირობები:

  • გზავნილების ეს სისტემა განკუთვნილია მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის.
  • თანხის გადარიცხვა/მიღება შესაძლებელია:
    ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 17 საათამდე;
    შაბათს - 14 საათამდე
    .
  • ერთი ბანკიდან  გადარიცხვის 24 - საათიანი ლიმიტია 7500 აშშ დოლარი (ან მისი ეკვივალენტი).
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze