Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ხშირად დასმული კითხვები



მობაილ ბანკი არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იტვირთება თქვენს მობილურ ტელეფონში და ინსტალირდება ცალკე მენიუს სახით. მობაილ ბანკის საშუალებით შესაძლებელია აკონტროლოთ, მართოთ და განკარგოთ თქვენი საბანკო ანგარიშები მობილური ტელეფონის საშუალებით 24 საათის განმავლობაში.

მობაილ ბანკის საშუალებით შესაძლებელია:
  • ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება
  • ამონაწერი ანგარიშიდან (ბოლო 5 ოპერაცია)
  • გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის
  • კონვერტაცია
  • კომუნალური გადასახადების გადახდა
  • მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება
  • პლასტიკური ბარათის ბლოკირება/ბლოკის მოხსნა
  • ვალუტის ოფიციალური კურსების მოძიება
  • თიბისი ბანკის მიმდინარე ვალუტის კურსების მოძიება
  • თიბისი ბანკის ფილიალების, ბანკომატების, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება

მობაილ ბანკით განხორციელებული ოპერაციები მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშებზე. 1,000 ლარს ზემოთ კომუნალური გადასახადების გადახდისას თანხის გადარიცხვა მოხდება ბანკის თანამშრომლის მიერ გადახდის დამოწმების შემდეგ, რაც სტანდარტულად არ აღემატება რამდენიმე საათს.

მობაილ ბანკით სარგებლობა შეუძლია თიბისი ბანკის კლიენტ ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს ერთ ანგარიშს მაინც თიბისი ბანკში და ამავდროულად არის რომელიმე მობილური ოპერატორის (ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი) აბონენტი.

მობაილ ბანკით სარგებლობისათვის აუცილებელია:
  • თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი
  • მობილური ტელეფონი JAVA MIDP 2.0 მხარდაჭერით
  • გააქტიურებული GPRS ინტერნეტ ფუნქცია

იმისათვის, რომ ტელეფონზე შესაძლებელი იყოს მობაილ ბანკის აპლიკაციის ჩატვირთვა, მას უნდა ჰქონდეს:
  • JAVA MIDP 2.0 მხარდაჭერა;
  • GPRS ინტერნეტის მხარდაჭერა.

2001-2002 წლის შემდეგ გამოშვებული მობილური ტელეფონების უმრავლესობას ეს ფუნქციონალური მხარდაჭერა აქვს. კონკრეტული მოდელისათვის ამ მხარდაჭერის არსებობა/არარსებობა შესაძლებელია მოძიებულ იქნას ტელეფონის დოკუმენტაციაში. ამასთანავე, ზოგიერთი მოდელის მობილურ ტელეფონზე მიუხედავად აღნიშნული მხარდაჭერის არსებობისა, მობაილ ბანკის აპლიკაცია შესაძლოა არ იყოს თავსებადი.

GPRS ინტერნეტ ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია:
ჯეოსელის აბონენტებისათვის (877/893/855):
მაგთის აბონენტებისათვის (899/895/898):
  • მაგთის მომსახურების ოფისში მისვლით;
  • მაგთის ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე:
    525 (მობილური ტელეფონიდან);
    (822) 225 00 00; (822) 225 11 11.
  • სერვისის გასააქტიურებლად გამოყოფილ ნომერზე დარეკვით:
    44300041 OK (3G მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი - თუ გაქვთ მესამე თაობის ტელეფონი)
    4434777937 (GPRS ინტერნეტი - თუ არ გაქვთ მესამე თაობის ტელეფონი)
ბილაინის აბონენტებისათვის (897)
  • ბილაინის მომსახურების ოფისში მისვლით.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მობილური ოპერატორის ვებ-გვერდიდან:

GPRS ინტერნეტ ფუნქციის გააქტიურების შემდეგ აუცილებელია, მობილურ ტელეფონზე დაყენდეს შესაბამისი პარამეტრები.

GPRS ინტერნეტის გააქტიურების შემდეგ თქვენი მობილური ოპერატორისგან მიიღებთ GPRS ინტერნეტის პარამეტრების ავტოინსტალერს, რომლის საშუალებითაც ავტომატურად დააყენებთ შესაბამის პარამეტრებს. ამასთანავე, პარამეტრების დამატებით/განმეორებით მიღება ნებისმიერ დროს შესაძლებელია თქვენი მობილური ოპერატორისგან. დამატებითი ინფორმაცია პარამეტრების მიღების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მობილური ოპერატორის ვებ-გვერდიდან:

მაინც ვერ ახერხებთ პარამეტრების დაყენებას?

მობრძანდით თიბისი ბანკის დიდუბის (წერეთლის გამზ. №117) ან საბურთალოს ფილიალში (ყაზბეგის გამზ. №12), სადაც დაგეხმარებიან და კონსულტაციას გაგიწევენ ჩვენი თანამშრომლები.

მობაილ ბანკის აპლიკაცია (პროგრამა) ხელმისაწვდომია მისამართზე: www.tbcmobile.ge. მობილური ტელეფონის საშუალებით ამ ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ საკმარისია აირჩიოთ მობაილ ბანკის აპლიკაცია (TBC Mobile), რის შემდეგაც პროგრამა ავტომატურად დაყენდება თქვენი მობილური ტელეფონის მენიუში.

მისამართის მიღება ასევე შესაძლებელია:
  • ბანკში დარეკვით (227 27 27) – რის შემდეგაც თქვენ SMS-ის საშუალებით გამოგეგზავნებათ ლინკი, საიდანაც შეძლებთ მობაილ ბანკის აპლიკაციის გადმოწერას.
  • ჯეოსელიდან და მაგთიდან SMS შეტყობინების გაგზავნით, ტექსტით „Link” ნომერზე 2727 - რის შემდეგაც თქვენ SMS-ის საშუალებით მიიღებთ ლინკს, საიდანაც შეძლებთ მობაილ ბანკის აპლიაკციის გადმოწერას.

სერვისზე რეგისტრაცია ხდება ბანკში მოუსვლელად, პირდაპირ მობილური ტელეფონიდან. მობაილ ბანკის პროგრამაში პირველად შესვლისას საჭიროა შემდეგი მონაცემების შეყვანა:
  • თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა ნომერი, მითითებულია პირადობის მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის პასპორტში.
  • თქვენი სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი - 8 ნიშნა უნიკალური კოდი ბანკთან ტელეფონით ურთიერთობისათვის.
მონაცემების სწორად შეყვანის შემდეგ პროგრამა სავალდებულო წესით მოითხოვს პირველადი პაროლის (სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი) შეცვლას მობაილ ბანკის პაროლით, რაც თავის თავად არ გულისხმობს ქოლ-ცენტრის პაროლის ცვლილებას – ცვლილების შემდეგ ეს ორი პაროლი იარსებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამით სერვისზე რეგისტრაცია სრულდება. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა.
 
რა განსხვავებაა სატელეფონო პირად კოდსა და მობაილ ბანკის პაროლს შორის?

სატელეფონო კოდი წარმოადგენს ერთგვარ „პირველად პაროლს“ მობაილ ბანკის პროგრამაში შესასვლელად. პროგრამაში პირველად შესვლისას, სატელეფონო კოდი იცვლება მობაილ ბანკის პაროლით, რომლის აკრეფასაც პროგრამა მოითხოვს მობაილ ბანკის პროგრამაში ყოველი შემდეგი შესვლისას. რაც შეეხება სატელეფონო კოდს, ის რჩება აქტიური და ჩვეულებრივად გამოიყენებთ ტელეფონ ბანკით სარგებლობისათვის.

მობაილ ბანკის პაროლი უნდა შედგებოდეს მინუმუმ 8 სიმბოლოსგან და არ უნდა აღემატებოდეს 16 სიმბოლოს. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ციფრები, ასევე ასოები და სიმბოლოები.

მობაილ ბანკზე რეგისტრაცია და მომსახურება არის უფასო. მობაილ ბანკით განხორციელებულ ოპერაციებზე ვრცელდება შემდეგი ტარიფები:
  • გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის - უფასო
  • კომუნალური გადარიცხვები - 0,5 ლარი*
  • მობილურის ბალანსის შევსება - უფასო
*თელასის, თბილისის წყალის და დასუფთავების სამსახურის გადასახადის გადახდაზე ტარიფი არ ვრცელდება.

მობაილ ბანკით განხორციელებულ ოპერაციებზე ვრცელდება შემდეგი ლიმიტები:
  • ერთჯერადი - 20,000
  • დღის განმავლობაში - 20,000
  • კვირის განმავლობაში - 50,000

GPRS ინტერნეტის ტარიფი განისაზღვრება თქვენი მობილური ოპერატორის მიერ და დამოკიდებულია ინფორმაციის მიღება/გაგზავნის მოცულობაზე. მობაილ ბანკის პროგრამაში ერთი შესვლის და ყველა შესაძლო ოპერაციის გაკეთების საშუალო გაგზავნილი/მიღებული ინფორმაციის მოცულობა არ აღემატება 10 კილობაიტს (KB), რისი საფასურიც მობილური ოპერატორების სტანდარტული ტარიფის მიხედვით 1 თეთრზე ნაკლები გამოდის.

მობაილ ბანკით გადაცემული ინფორმაცია არის სრულად დაშიფრული და უცხო პირთათვის არა ხილვადი. შედეგად სერვისით სარგებლობა არის დაცული და უსაფრთხო.
მობაილ ბანკის მომხმარებლისთვის რეკომენდებულია შემდეგი უსაფრთხოების ნორმების დაცვა:
  • დაუშვებელია სატელეფონო კოდის და/ან მობაილ ბანკის პაროლის სხვა პირზე განდობა
  • არ არის რეკომენდებული მობაილ ბანკის პროგრამაში სხვისი ტელეფონით და/ან სხვისი თანდასწრებით შესვლა
  • არ არის რეკომენდებული მობილური ტელეფონის სხვა პირზე თხოვება
  • რეკომენდებულია მობაილ ბანკის პაროლის შეცვლა თვეში ერთხელ მაინც
  • მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია ბანკში დარეკვა და მობაილ ბანკის სერვისის ბლოკირება

მობაილ ბანკის პროგრამაში პირველად შესვლის შემდეგ პროგრამა იმახსოვრებს თქვენს პირად ნომერს. პროგრამაში ყოველი შემდგომი შესვლის შემდეგ დაგჭირდებათ მხოლოდ პაროლის შეყვანა. პაროლის დამახსოვრება მობაილ ბანკის მიერ არ ხდება.

მობაილ ბანკის პაროლის დაკარგვის/დავიწყების შემთხვევაში საკმარისია დარეკოთ ბანკში. ბანკის სატელეფონო კონსულტანტი მოახდენს პაროლის განახლებას, რის შემდეგაც თქვენ კვლავ შეძლებთ მობაილ ბანკის პროგრამაში პირველად შესვლას სატელეფონო მომსახურების პირადი კოდის საშუალებით. პაროლის ცვლილება მოხდება მობაილ ბანკის პროგრამაში პირველად შესვლის მსგავსად.

პაროლის სამჯერ ზედიზედ არასწორად შეყვანის შემთხვევაში თქვენი მობაილ ბანკი ავტომატურად იბლოკება 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთის შემდეგ თქვენ კვლავ შეძლებთ პროგრამაში შესვლას თქვენი სწორი პაროლით.

მობაილ ბანკის პროგრამის განახლების შემთხვევაში პროგრამაში შესვლისას თქვენ გაცნობებთ შესაბამისი შეტყობინება, რის შემდეგაც გადაიტვირთება მობაილ ბანკის ძველი ვერსია და ჩანაცვლდება ახლით.

მობაილ ბანკის პროგრამის გაშვება შეუძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
  1. ტელეფონზე არ არის ჩართული GPRS ინტერნეტი. იხილეთ GPRS ინტერნეტის გააქტიურების ინსტრუქცია.
  2. ტელეფონზე არ არის დაყენებული GPRS ინტერნეტის პარამეტრები. იხილეთ GPRS ინტერნეტის პარამეტრების დაყენების ინსტრუქცია.
  3. თუ ინტერნეტში შესვლას ახერხებთ, მაგრამ ვერ შედიხართ მობაილ ბანკის პროგრამაში - იხილეთ GPRS ინტერნეტის პარამეტრების ხელით დაყენების მაგალითები.
  4. თუ თქვენი ტელეფონი ცალმხრივად გათიშულია (ანგარიშზე არ გაქვთ თანხა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა ტელეფონის ბალანსის შევსება და ტელეფონის გადატვირთვა (გამორთვა და ჩართვა).
  5. თუ თქვენი ტელეფონი ცალმხრივად გათიშული იყო და შემდეგ შეავსეთ თქვენი ბალანსი, აუცილებელია გადატვირთოთ ტელეფონი (გამორთოთ და ჩართოთ), რომ ინტერნეტმა გამართულად იმუშაოს.

თუ ვერ ახერხებთ მობაილ ბანკის პროგრამაში შესვლას, მაშინ:
  1. დარწმუნდით, რომ სწორად შეგყავთ მოთხოვნილი მონაცემები
  2. ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა ბანკთან ტელეფონით დაკავშირება, რის შემდეგაც მოხდება პაროლის განახლება.

თუ მობაილ ბანკის პროგრამასთან მუშაობისას გექმნებათ სხვადასხვა სახის პრობლემები, რეკომენდებულია გადატვირთოთ თქვენი ტელეფონი. თუ პრობლემის გადაჭრას ამ გზით ვერ ახერხებთ, მოგვწერეთ მისამართზე info@tbcbank.com.ge.

მობაილ ბანკი მუშაობს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ენის შეცვლა შესაძლებელია ადმინისტრირების ქვემენიუდან. თუმცა, ვინაიდან მობილურ ტელეფონებს არ აქვთ ქართული ენის მხარდაჭერა, ქართულ ენაზე მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ლათინური ასოებით (მაგალითად: produqtebi, operaciebi).

პროგრამაში უკეთ გარკვევის მიზნით იხილეთ მობაილ ბანკის დემო ვერსია.

მობაილ ბანკის პროგრამაში ბოლო მოქმედებიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ პროგრამა ავტომატურად იბლოკება. ამ შემთხვევაში საჭიროა პროგრამის გადატვირთვა (პროგრამიდან გამოსვლა და შესვლა).

ანგარიშების მენიუში გამოჩნდება თქვენი ყველა მიმდინარე, საბარათე, შემნახველი და ჩემი სეიფის ანგარიშები ყველა არსებულ ვალუტაში.

ბარათების მენიუში გამოჩნდება თქვენი ყველა პლასტიკური ბარათი, მათ შორის საკრედიტო და განვადების ბარათები, გარდა დამატებითი სტატუსის მქონე ბარათებისა. თუ ერთ ანგარიშზე მიბმულია ორი ძირითადი ბარათი, ამ მენიუში გამოჩნდება ორივე ბარათი.

ანაბრების მენიუში გამოჩნდება შემდეგი ანაბრები: ვადიანი ანაბარი, ვადიანი პლუს ანაბარი, ზრდადი ანაბარი. ანაბრების მენიუში არ გამოჩნდება დეპოზიტები ნულოვანი ნაშთით.

კრედიტების მენიუში გამოჩნდება თქვენი ყველა კრედიტი (განვადებების ჩათვლით).

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze