Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
მობაილ ბანკი

თიბისი ბანკი თქვენს მობილურ ტელეფონში.

სადაც არ უნდა იყოთ, ქალაქგარეთ, თუნდაც შუაგულ ზღვაში, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ საბანკო ოპერაციები მობილური ტელეფონის მეშვეობით.

 
ჩვენი ახალი მომსახურების, მობაილ ბანკის დახმარებით, ბანკში მოუსვლელად, ხელმისაწვდომია ყველა შემდეგი მომსახურება, 24/7:
  • ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  • ამონაწერი ანგარიშიდან (ბოლო 5 ოპერაცია);
  • საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები/კონვერტაცია;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება;
  • პლასტიკური ბარათის ბლოკირება/ბლოკის მოხსნა.

მობაილ ბანკით სარგებლობისათვის საჭიროა:

  • ნებისმიერ პირადი ანგარიში თიბისი ბანკში;
  • სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი (8-ნიშნა კოდი);
  • მობილური ტელეფონი JAVA - MIDP 2.0 მხარდაჭერით;
  • GPRS Internet ფუნქცია.

2 მარტივი ნაბიჯი მობაილ ბანკამდე:

I ნაბიჯი – მობაილ ბანკის აპლიკაციის ჩატვირთვა
მობაილ ბანკის აპლიკაცია (პროგრამა) შეგიძლიათ გადმოტვირთოთ მისამართიდან: www.tbcmobile.ge, რომელზეც უნდა შეხვიდეთ თქვენი მობილური ტელეფონიდან.

II ნაბიჯი – რეგისტრაცია

მობაილ ბანკის ჩატვირთვის შემდეგ, პროგრამა ავტომატურად ემატება თქვენი მობილური ტელეფონის მენიუს – TBC Mobile

პირველად შესვლისას აუცილებელია:
  • პირადი ნომრის შეყვანა (11-ნიშნა ნომერი, მითითებულია პირადობის მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის პასპორტში)
  • თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების პირადი კოდის შეყვანა (8-ნიშნა კოდი, ბანკთან ტელეფონით ურთიერთობისათვის)
  • იდენტიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ საჭიროა პირველადი პაროლის (სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი) შეცვლა. მობაილ ბანკის პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან (ასოები, რიცხვები, სიმბოლოები).

მობაილ ბანკით სარგებლობის ტარიფები:

სერვისზე დარეგისტრირება
უფასო
სერვისით სარგებლობა
უფასო
გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის
უფასო
კომუნალური გადარიცხვები
0.5 ლარი
მობილურის ბალანსის შევსება
უფასო

 

უსაფრთხოება

იმისათვის, რომ მობაილ ბანკით სარგებლობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული, ჩვენ გვაქვს შემდეგი რეკომენდაციები:
  • დაუშვებელია სატელეფონო კოდის და/ან მობაილ ბანკის პაროლის სხვა პირისათვის განდობა;
  • არ არის რეკომენდებული მობაილ ბანკის პროგრამაში სხვისი ტელეფონით შესვლა ან მობილური ტელეფონის სხვა პირისათვის თხოვება;
  • რეკომენდებულია მობაილ ბანკის პაროლის შეცვლა, თვეში ერთხელ მაინც;
  • მობილური ტელეფონის გასხვისების შემთხვევაში რეკომენდებულია მობაილ ბანკის აპლიკაციის წაშლა;
  • მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია ბანკში დარეკვა და მობაილ ბანკის სერვისის ბლოკირება.
 

საბანკო მომსახურებით სარგებლობის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება.

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze