Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
ინტერნეტ ბანკი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის გვერდზე !

არ გაქვთ დრო, რომ გადაიხადოთ გადასახადები? გჭირდებათ თანხის გადარიცხვა? ვერ ასწრებთ სესხის დაფარვას?

გააკეთეთ ეს ყველაფერი თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
ინტერნეტ ბანკი არის ბანკთან თქვენი ურთიერთობის თანამედროვე, მოსახერხებელი და უსაფრთხო ფორმა. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან დაუკავშირდეთ ბანკს.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო.
 

ინტერნეტ ბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • შეამოწმოთ და აკონტროლოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და დეპოსიტები;
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები;
  • შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი*;
  • განახორციელოთ თქვენ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები და კონვერტაციები;
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები;
  • განახორციელოთ გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ ბანკში**;
  • გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ და თიბისი ბანკის კომერციულ ვალუტის კურსებს;
  • მიიღოთ და გააგზავნოთ ბანკისგან შეტყობინებები;
  • გააკეთოთ ამონაწერები თქვენი ანგარიშებიდან და დაათვალიეროთ გადასახადების გადახდის, თანხების ჩარიცხვისა და გადარიცხვის საბუთები.
 
ინტერნეტ ბანკით სარგებლობისათვის საკმარისია გქონდეთ თანამედროვე ბროუზერი: Internet Explorer ან Mozilla Firefox.
დასარეგისტრირებლად კი შეგიძლიათ მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. 
 
გაინტერესებთ მეტი? იხილეთ ხშირად დასმული კითხვები.
 

სიახლე!  

თიბისი ბანკი გთავაზობთ განახლებულ ინტერნეტ ბანკის პროგრამას:

  • ახალი დიზაინი
  • ახალი ფუნქციათა მენიუ- დაემატა გადარიცხვები ნებისმიერი მიმართულებით. ამისათვის დაგჭირდებათ სპეციალური მოწყობილობა „დიჯიპასი“, რომლითაც გენერირდება ერთჯერადი ციფრული კოდი და უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
  • მომსახურების 3 პაკეტი:
    • მინიმალური პაკეტი - ინფორმაცია ანგარიშების და შესრულებული ოპერაციების შესახებ
    • სტანდარტული პაკეტი - საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება
    • სრული პაკეტი - ყველა დაშვებული ოპერაციის განხორციელება
  • ბანკში შეტყობინების გაგზავნის მოქნილი მექანიზმი -შეძლებთ ნებისმიერი ფაილის გაგზავნას და მიღებას
  • იურიდიული პირებისათვის - შესაძლებელია რამდენიმე  მომხმარებლის დამატება და მათთვის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრა
 
*ბალანსის შევსება სრულიად უფასოა
**გადარიცხვების განსახორციელებლად, საჭიროა დიჯიპასი
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze