|
ავტ. კომ. გადარიცხვები
 |
|
გსურთ დაივიწყოთ რიგები გადახდის პუნქტებში, ჩაჭრილი დენი, გათიშული ტელეფონი, გადაუხდელი ქვითრები... მაშინ დღესვე დარეგისტრირდით ავტომატური კომუნალური გადარიცხვების სერვისზე და მიუძღვენით თქვენი ძვირფასი დრო რაიმე უფრო მნიშვნელოვანს.
|
|
|
თქვენს კომუნალურ გადასახადებზე თიბისი ბანკი იზრუნებს.მომსახურების აღწერა | "ავტომატური კომუნალური გადარიცხვები" არის მომხმარებლის დავალება ბანკისადმი გადაიხადოს მისი ანგარიშიდან კომუნალური და სხვა დანიშნულების გადასახადები. მომხმარებელი აღარ ფიქრობს, თუ როდის და რამდენი აქვს გადასახდელი დენის, გაზის, ტელეფონის და სხვა დავალიანებების დასაფარად. მის ნაცვლად ამ საქმეს ბანკი ასრულებს, რომელიც ავტომატურად გადარიცხავს საჭირო თანხას მომხმარებლის ანგარიშიდან კომუნალური კომპანიის ანგარიშზე. დაწვრილებით | | ვისთვის არის ეს მომსახურება? | მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. ერთადერთი, რაც მოეთხოვება მომხმარებელს, არის თიბისი ბანკში საბანკო ანგარიშის ქონა და ამ ანგარიშზე გადარიცხვისათვის საკმარისი თანხის არსებობა. დაწვრილებით | | რა შესაძლებლობა გეძლევათ? | - ავტომატური კომუნალური გადარიცხვების საშუალებით თქვენ დღესვე შეგიძლიათ სრულად მოიხსნათ ყოველთვიური თანხის გადახდის პრობლემა შემდეგ კომპანიებში:
თელასი; ყაზტრანსგაზ-თბილისი; თბილწყალკანალი; დასუფთავების სამსახური; საქრთველოს ელექტროკავშირი, აიეტი TV ; ჯორჯია ონლაინი; სანეტი; კავკაზუს ნეთვორქი; ახალი ქსელები; ახტელი; საქართველოს ტელეკომი; გლობალ ერთი; ჯიპიაი ჰოლდინგი (კომპანიების ჩამონათვალი მუდმივად ივსება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.) - შეასრულოთ ავტომატური, პერიოდული სალარე გადარიცხვა, ფიქსირებულ თანხაზე ნებისმიერი მიმართულებით.
- ზრდად და საბავშვო ანაბრებზე თანხის ავტომატური გადარიცხვა.
- ყოველი გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ.
დაწვრილებით | | ღირებულება | რეგისტრაცია - უფასო მომსახურება - 5 ლარი/კვარტალში/* თითოეული გადარიცხვა - უფასო მონაცემების ცვლილება - უფასო | | რა არის საჭირო რეგისტრაციისათვის? | ფიზიკურ პირებს უნდა ჰქონდეთ გახსნილი სადებეტო/ საკრედიტო ბარათი, ან მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში. იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ აქტიური მიმდინარე ანგარიში. დაწვრილებით | | როგირ დავრეგისტრირდეთ? | აქვე შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა, ან პირდაპირ მიმართეთ თქვენს მომსახურე ფილიალს და წარადგინეთ თქვენი აბონენტის ნომრები. მხოლოდ ერთხელ გამონახეთ 15 წუთი რეგისტრაციისათვის და სამაგიეროდ მიიღებთ მრავალი წუთის, საათის და დღის ეკონომიას! | | მუშაობის პრინციპი | გადარიცხვები ბანკის მიერ ყოველთვის დროულად შესრულდება. მთავარია უზრუნველყოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა! თუ თქვენს ანგარიშზე გადარიცხვის მომენტში არ იქნება საკმარისი თანხა, გადარიცხვა არ შესრულდება. დავალება შესრულდება ანგარიშზე საკმარისი თანხის ჩარიცხვისთანავე. |
* ტარიფი არ არის დამოკიდებული დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაზე. ამრიგად, თქვენ საშუალება გეძლევათ ფასის გაზრდის გარეშე თქვენი ანგარიშიდან გადაიხადოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ მშობლების, ან ახლობლების კომუნალური გადასახადებიც. კომუნალური გადასახადების პრობლემა ამიერიდან აღარ იარსებებს! დარეგისტრირდით დღესვე!
|
|