|
ბიზნესის დაფინანსება
 |
 |
|
ფინანსირების ფართო შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის!
|
|
ჩვენ კარგად გვესმის თითოეული ბიზნესის უნიკალურობა მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე.
ამიტომ, ჩვენი ბიზნეს სესხები მაქსიმალურად არის მორგებული თქვენს კონკრეტულ ფინანსურ საჭიროებებზე.
თიბისი ბანკი გთავაზობთ, როგორც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას, ასევე მრავალ სხვა მოსახერხებელ სასესხო პროდუქტს თქვენი ბიზნესის ხელშეწყობისათვის.
ენერგიის გამოყენების შემცირების გზით თქვენი ბიზნესი შესაძლებელია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებში და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში ინვესტიციით თქვენ შეძლებთ:
ამაში თიბისი ბანკი დაგეხმარებათ ექსკლუზიურად თქვენს ბიზნესზე მორგებული ენერგოკრედიტით.
|
|
|
მოკლევადიანი ბიზნეს სესხები
ოპერაციის ფინანსირება - გამოიყენება, როდესაც დასაკრედიტებელი პროექტის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ საოპერაციო ციკლს (ნედლეულის ან მარაგების შეძენიდან პროდუქციის რეალიზაციამდე). |
საშუალო ვადიანი სესხები
- ერთ საოპერაციო ციკლზე მეტი ვადის მქონე კრედიტები, რომლის მიზნობრიობა შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოება, კომპანიის ლიკვიდურობის გაუმჯობესება, ფიქსირებული აქტივების შეძენის დაფინანსება, ან სხვა ვალდებულებების გასტუმრება. |
მიზნობრიობა, როგორც წესი, არის ბიზნესის გაფართოება: კომპანიის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ფიქსირებული აქტივების შეძენის დაფინანსება. სხვადასხვა ხარჯების დაფინანსება. |
საკრედიტო ხაზი
გულისხმობს დაკრედიტების ისეთ მექანიზმს, რომლის დროსაც მსესხებელს შეუძლია პერიოდულად აითვისოს და დაფაროს საკრედიტო რესურსები ისე, რომ მისმა ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის თანხას |
- კომპანიის საბრუნავი აქტივების მოკლევადიანი დაფინანსება. გამოიყენება, როდესაც კლიენტს მოკლე ვადით ექმნება ფულადი სახსრების დეფიციტი.
|
მშენებლობათა დაფინანსება
გულისხმობს სამშენებლო კომპანიათა საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას. |
ინვესტიციიების ფინანსირება
ახალი ბიზნეს ხაზების ფინანსირება ახალ კომპანიის შეძენა |
|
|
ძირითადი პირობები |
| საპროცენტო განაკვეთი |
პროცენტი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სესხის თანხა, კომპანიის კაპიტალი, საკრედიტო ისტორია, გარენტიების და სხვა |
| გარანტიები |
ბიზნესის და პირადი აქტივები,ინვენტარი, მესამე პირის გარანტიები, პირადი გარანტიები. |
| ვალუტა |
აშშ დოლარი
ევრო, ლარი |
| მაქსიმალური ვადა |
5 წელი |
| მაქსიმალური თანხა |
8 000 000 აშშ დოლარი |
ძირითადი მოთხოვნები
|
| იურიდიული სტატუსი |
საქართველოს კანონმდებლობით
|
| გამოცდილება |
დადებითი საკრედიტო ისტორია მინიმუმ 6 თვის მანძილზე. |
| კაპიტალი |
ადეკვატური კაპიტალის მოცულობა |
| სხვა |
დადებითი ფინანსური მდგომარეობა და მიმართულება, მენეჯმეტის დადებითი რეპუტაცია. |
დაიწყეთ თქვენი კაპიტალის ზრდის ფინანსირება დღესვე!
|
|