Geo/ Eng  
ანაბრები და ანგარიშსწორება
ბმულები
ანაბრის პირობები

გამოთვალეთ საპროცენტო სარგებელი

 

ანაბრის ძირითადი პირობები

  • ანგარიშის გახსნა და წარმოება უფასოა;
  • მინიმალური შენატანი შეადგენს 1,000 აშშ დოლარს, ლარს ან ევროს;
  • ანაბარზე თანხის დამატება ვადის ბოლომდე არ არის დაშვებული;
  • ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება ფაქტიური განთავსების შესაბამის საპროცენტო განაკვეთზე 4%-ით ნაკლები (უკვე განაღდებული საპროცენტო სარგებელი დაკავდება ძირითადი თანხიდან);
  • ვადიან ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას, გარდა იმ ანაბრებისა, რომლის მფლობელებიც არიან ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები.

შენიშვნა!

ვადიანი ანაბრის გახსნისათვის აუცილებელია იურიდიულ პირს ქონდეს გახსნილი მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში.
 
ვადიანი ანაბრის გახსნისას გეძლევათ შემდეგი არჩევანის უფლება:

დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ
ა. აირჩიონ დეპოზიტის თანხის სპეციალურ მოთხოვნამდე ანგარიშზე გადატანა, რომელსაც დაერიცხება მოთხოვნამდე ანაბრის პროცენტი.
ბ. აირჩიონ დეპოზიტის 3 თვის ვადით ავტომატური პროლონგაცია. ამასთან, კლიენტს დეპოზიტის ვადის გასვლიდან 2 კვირის განმავლობაში შეუძლია გაიტანოს ანაბარი.
გ. აირჩიონ დეპოზიტის იმავე ვადით ავტომატური პროლონგაცია, რა ვადითაც ის არის შემოტანილი. ამასთან კლიენტს დეპოზიტის ვადის გასვლიდან 2 კვირის განმავლობაში შეუძლია გაიტანოს ანაბარი.
"ბ" და "გ" შემთხვევებში დეპოზიტის ვადის გაგრძელებისას, ახალი დეპოზიტის თარიღი დაემთხვევა ძველი დეპოზიტის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო პროცენტი კაპიტალიზირდება ან გადაიტანება ცალკე ანგარიშზე კლიენტის სურვილის შესაბამისად.
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze