|
სახელფასო პროგრამა
 |
 |
|
თიბისი ბანკის სახელფასო მომსახურება - გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილია!
|
|
თქვენ ჯერ კიდევ ნაღდით გასცემთ ხელფასებს? ეს ნიშნავს, რომ თქვენ არაეფექტურად ხარჯავთ თქვენს ფულს და დროს. გაეცანით თიბისი ბანკის ავტომატურ სახელფასო მომსახურებას და დაიწყეთ თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვა დღესვე.
|
|
|
აღწერა
| ავტომატური სახელფასო მომსახურების სქემა ძალიან მარტივია. თქვენ მხოლოდ წარადგენთ ბანკში თანამშრომლების სიას, შესაბამისი ხელფასის თანხის მითითებით, მარტივი ელექტრონული ფორმით და ორგანიზაციის ანგარიშიდან თანამშრომლების ანგარიშებზე ხელფასების გადარიცხვა მყისიერად განხორციელდება. | ძირითადი უპირატესობები
| - ადვილად განხორციელებადი - არ საჭიროებს ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პროცედურებს.
- საბუღალტრო რესურსის მნიშვნელოვანი ეკონომია.
- ნაღდი ფულის მართვით გამოწვეული ხარჯების შემცირება.
- გაზრდილი უსაფრთხოება.
- თანამშრომელთა შორის კონფედენციალობის ზრდა.
- კორპორატიული კულტურის ამაღლება.
| მომსახურების ღირებულება
| რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურება სრულიად უფასოა.
| დამატებითი ბენეფიტები
| დამატებითი დანახარჯების გაღების გარეშე თქვენი თანამშრომლების კმაყოფილება იზრდება, როდესაც მათ სთავაზობთ თიბისი ბანკის Visa სადებეტო ბარათებს. ამით ისინი იღებენ:
- უნივერსალურ გადახდის საშუალებას მსოფლიოს უამრავ სავაჭრო ობიექტში;
- ბანკომატებიდან ნებისმიერ დროს თანხის გამოტანის შესაძლებლობას;
- ოვერდრაფტის მიღების შესაძლებლობას;
- ხარჯების უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას ინტერნეტ ბანკით.
- უფასო ამონაწერებს ელ. ფოსტით.
| | რა არის საჭირო რეგისტრაციისათვის? | ავტომატური სახელფასო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გქონდეთ ორგანიზაციის აქტიური ანგარიშსწორების/მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში.
ასევე, თქვენს თანამშრომლებს მნიშვნელოვანი შეღავათებით გაეხსნებათ საბარათე, ან მიმდინარე ანგარიშები თიბისი ბანკის ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ფილიალში. შესაძლებელია თანამშრომლების უკვე არსებული ანგარიშების დარეგისტრირებაც. | როგორ დავრეგისტრირდეთ?
| რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ თიბისი ბანკის თქვენს მომსახურე ფილიალს, ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში: (+995 32) 777 999; (+995 32) 22 06 61. |
მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება! დარეგისტრირდით დღესვე!
|
|