ანაბარი «ჩემი სეიფი» - მაქსიმალური თავისუფლება და მეტი სარგებელი.
ფიქრობთ, რომ გჭირდებათ თავისუფალი თანხის საიმედოდ შენახვა, მაგრამ თანხა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ? ანაბარი “ჩემი სეიფი” თქვენთვისაა შექმნილი!
ანაბრის აღწერა
თქვენ შეძლებთ ანაბარზე თანხის დამატებას და გატანას ნებისმიერ დროს - შემნახველი ანაბრის მსგავსად. ამასთან, 1 თვიან ინტერვალში ხელუხლებელ თანხაზე მიიღებთ მაღალ სარგებელს - ვადიანი ანაბრის მსგავსად.
უპირატესობები
■ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.
■ მაღალი საპროცენტო სარგებელი.
საპროცენტო სარგებელი
აშშ დოლარში
7%
ლარში
10%
ევროში
7%
პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლო რიცხვში.
მინიმალური პირველადი შენატანი
არ მოითხოვება. ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ნებისმიერი თანხით.
პროცენტის დარიცხვის პრინციპი
საპროცენტო სარგებელი ანაბარზე ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურ, ანუ ხელუხლებელ თანხას.
მომსახურების ღირებულება
ანგარიშის გახსნა და მომსახურება - უფასო.
ნაღდი ფულის შეტანა და გატანა უფასოა.
სხვა პირობები
■ ანაბარზე დაშვებულია უნაღდო ჩარიცხვები;
■ უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში ფულის განაღდება ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით;
■ ერთი წლის განმავლობაში ნაშთის და ჩანაწერების არარსებობის შემთხვევაში, ანაბარი ავტომატურად იხურება.
დაბეგვრა
ვადიან ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას.*
*გარდა იმ ანაბრებისა, რომლის მფლობელებიც არიან ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები
მიიღეთ მაქსიმალური თავისუფლება და მეტი სარგებელი.
გახსენით ანაბარი ”ჩემი სეიფი”!