Geo/ Eng  
ანაბრები და ანგარიშსწორება
ბმულები
POS ტერმინალები
შემოგვიერთდით!
და გაზარდეთ თქვენი გაყიდვები!
თიბისი ბანკი გთავაზობთ ელექტრონული ტერმინალებით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს:
გაყიდვების ზრდას

ცნობილი ფაქტია, რომ პლასტიკური ბარათის მფლობელი, ჩვეულებრივ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ის ვინც საყიდლებზე ნაღდი ფულით დადის.
ეს კი იმით აიხსნება, რომ ისინი არ არიან შეზღუდულნი ნაღდი ფულის ოდენობით და ყიდულობენ მაშინვე, როცა სასურველ ნივთს წააწყდებიან.

მომსახურების გაუმჯობესებას
საკრედიტო ბარათებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სავაჭრო ობიექტების მომსახურების გაუმჯობესებაში. გარიგების დასრულებას წამები სჭირდება, მომსახურე პერსონალს კი მეტი დრო რჩება უკეთ მოემსახუროს კლიენტს და მეტი ყურადღება მიაქციოს მას.
ხარჯების შემცირებას
ნაღდი ფულის მართვას დამატებითი უსაფრთხოება სჭირდება, რაზეც დამატებითი ხარჯების გაწევაა საჭირო. მაშინ კი, როცა თქვენი კლიენტები პლასტიკური ბარათებით იხდიან, თანხა პირდაპირ თქვენი ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება და ხარჯიც ავრომატურად გიმცირდებათ.
გამარტივებულ აღრიცხვას
როგორც პლასტიკური ბარათების მომსახურე ობიექტი, ანგარიშსწორების თანხას პირდაპირ თქვენს ანგარიშზე მიიღებთ. ეს კი გაცილებით ამარტივებს და აჩქარებს არღიცხვის პროცესს.*
* ანგარიშსწორების დრო საშუალოდ 2- 3 საბანკო დღეა. თუმცა, ჩარიცხვა უფრო მალე განხორციელდება, თუ თქვენს ორგანიზაციას თიბისი ბანკში აქვს გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიში.
მომსახურებისა და ინსტალაციის ღირებულება

ელექტრონული ტერმინალების (Point Of Sale -POS) დაინსტალირება სრულიად უფასოა.

თქვენი მომსახურე პერსონალის ინსტრუქტაჟი და შემდგომი მომსახურებაც აგრეთვე უფასოა.

ანგარიშსწორების საკომისიო შეადგენს:

  • სტანდარტულ შემთხვევაში -2.5%-ს/თითოეულ ტრანზაქციაზე/
  • ექსკლუზიური ხელშეკრულების შემთხვევაში -2.3%-ს/თითოეულ ტრანზაქციაზე/


თუ თქვენ უკვე სარგებლობთ ჩვენი ელექტრონული ტერმინალების მომსახურებით, ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: (995 32) 27 27 27

შემოგვიერთდით ახლავე!  დაგვირეკეთ (995 32) 27 27 27

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze