ჩვენი ახალი ანაბარი დაგეხმარებათ გამოიყენოთ თქვენი დანაზოგი უფრო ეფექტურად.
ანაბრის აღწერა
ანაბრის დამატებითი საიმედოობა გარანტირებულია ბანკის მიერ შეძენილი ოქროთი. ანაბრის საპროცენტო სარგებელი მიბმულია ოქროს ფასზე. მაგალითად, თუ ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი:
შემცირდა ან გაიზარდა 0%-დან 7%-მდე - ანაბარს დაერიცხება გარანტირებული 7%;
გაიზარდა 7%-დან 14%-მდე (მაგალითად, 12%) - ანაბარს დაერიცხება ოქროს ფასის ზრდის ეკვივალენტური საპროცენტო განაკვეთი (ჩვენს მაგალითში, 12%);
გაიზარდა 14%-ზე მეტით – ანაბარს დაერიცხება მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, წლიური 14%.
სტანდარტული საპროცენტო სარგებელზე მეტის მიღების შესაძლებლობა
საპროცენტო სარგებელი
7%-14% აშშ დოლარში
პროცენტის დარიცხვა ხდება ანაბრის ვადის გასვლის ბოლოს
მომსახურების ღირებულება
ანაბრის გახსნა - უფასო
მინ. პირველადი შენატანი
500 აშშ დოლარი
სხვა პირობები
ანაბრის ვადა: 1 წელი
ანაბარზე თანხის დამატება ან შემცირება არ არის შესაძლებელი ვადის ბოლომდე
ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს ერიცხება წლიური სარგებელი 2%-ის ოდენობით, ანაბრის ფაქტიურ ვადაზე გაანგარიშებით. ამ შემთხვევაში, ოქროს ფასის ცვლილება არ იქნება გათვალისწინებული
დაბეგვრა
საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას.*
*გარდა იმ ანაბრებისა, რომლის მფობელებიც არიან ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები.
გაამყარე დანაზოგი ოქროთი!
1.000.000 ლარის და მეტი თანხის ანაბარზე ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთი დგინდება ბანკთან დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.