Geo/ Eng  
საოპერაციო მომსახურება
ბმულები
ბანკი-კლიენტი
დაზოგეთ თქვენი დრო, ფული და ენერგია.
 
აღწერა თიბისი ბანკის ელექტრონული მომსახურება "ბანკი-კლიენტი" არის უსაფრთხო, მოსახერხებელი და მარტივი კომპიუტერული პროგრამა, მრავალი ფუნქციითა და სერვისით. იგი იდეალურად არის მორგებული საშუალო და მსხვილი ორგანიზაციების მუშაობის რიტმზე. მათი ბანკთან ურთიერთობა კი შეუდარებლად მარტივი და სწრაფი ხდება "ბანკი-კლიენტი" -ს მომსახურებით.

ბანკი-კლიენტის მომსახურებით თქვენ შეძლებთ აწარმოოთ:
■ გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ტერიტორიაზე;
■ გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში;
■ საკონვერსიო ოპერაციები;
■ ინკასაციაზე მოთხოვნის გაგზავნა ბანკში;
■ სხვადასხვა ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ბანკში;
■ ასევე, შეგიძლიათ ნახოთ:
- ანგარიშები და ნაშთები ნებისმიერ ვალუტაში;
- ნებისნიერი პერიოდის ამონაწერი, როგორც ნომიმალში, ასევე ექვივალენტში;
- ანგარიშების ბრუნვები, როგორც ნომიმალში ასევე ექვივალენტში;
- ნებისნიერი ოპერაციის საბუთი;
- ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის კურსები ნებისმიერი თარიღისათვის;
- საქართველოს კომერციული ბანკების ჩამონათვალი და მათი კოდები;
- იმ საერთაშორისო ბანკების კოდები და დასახელებები, რომელზედაც როდესმე გაგიკეთებიათ გადარიცხვა.
დადებითი მხარეები ■ მრავალი საბანკო მომსახურება თქვენთვის ხელმისაწვდომია ბანკში მოუსვლელად.
■ მაღალი უსაფრთხოება
■ მომსახურება ორენოვანია-ქართული და ინგლისური
■ დაზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას.
უსაფრთხოება ბანკი-კლიენტის მომსახურება აგებულია უსაფრთხოების თანამედროვე და მსოფლიოს მოწინავე ბანკების პრობირებული სისტემების გამოყენებით. ასეთი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა:

- 100%-ით დაცული იყოს კლიენტის კონფიდენციალურობა;
- არ იქნას დაშვებული მომხმარებლის ანგარიშებზე უცხო პირთა შეღწევა;
- გამოირიცხოს უცხო პირთა მიერ ანგარიშებზე არასანქცირებული ოპერაციების შესრულება.
მომხმარებლების ადმინისტრირება

პროგრამის დახვეწილი ავტორიზაციისა და მომხმარებელთა ადმინისტრირების მექანიზმი, შესაძლებელს ხდის პროგრამაში განსხვავებული წვდომის მომხმარებლების რეგისტრაციას. საბუთების ავტორიზაციის მექანიზმის საშუალებით საბუთების დამოწმება და ავტორიზაციის გაუქმება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე მომხმარებლის მიერ.

ღირებულება
პროგრამის ინსტალირება 50.00 ლარი
ყოველთვიური მომსახურება ერთი მომხმარებლის შემთხვევაში ყოველი დამატებითი მომხმარებლისათვის
ქართული ვერსია 30.00 ლარი 20.00 ლარი
ინგლისური ვერსია 50.00 ლარი 35.00 ლარი
პირველი თვის მომსახურება უფასო
დამატებითი ფუნქციები
■ ნებისმიერი საბუთის ან მონაცემის ამობეჭდვა.
■ ნებისმიერ ფორმაში მონაცემთა ძებნა და ფილტრაცია.
■ მონაცემთა სორტირება ნებისმიერი ველით ან ველების კომბინაციით.
■ სისტემიდან მონაცემების ავტომატური გადატანა Microsoft office-ის პროგრამებში.
რა დაგჭირდებათ?
ბანკი-კლიენტით სარგებლობისათვის საჭიროა პერსონალური კომპიუტერი,პროგრამა Microsoft Windows 98(ან მასზე ახალი ვარსია), მოდემი და ანგარიში "თიბისი ბანკში".


ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ პირველად ინსტრუქტაჟს პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ უკვე ბრძანდებით "ბანკი-კლიენტი" -ს მომხმარებელი, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ, დაგვიკავშირდით.

გსურთ, მართოთ თქვენი საბანკო ოპერაციები ოფისიდან გაუსვლელად. დარეგისტრირდით დღესვე!

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze