თუ თქვენს კომპანიას აღებული ან გასესხებული აქვს თანხა საერთაშორისო საპროცენტო ინდიკატორებზე (ლიბორი; ევროლიბორი) მიბმული საპროცენტო განაკვეთით, მაშინ საპროცენტო განაკვეთის ცვლილების რისკის დაზღვევა შესაძლებელია შემდეგი ინსტრუმენტების მეშვეობით:
“Caps” (ზედა ზღვარი)
აღნიშნული ინსტრუმენტი ძირითადად გამოიყენება კომპანიის მიერ მოზიდულ სახსრებზე გასაწევი საპროცენტო ხარჯის შემცირების მიზნით.
ინსტრუმენტის შეძენის შემთხვევაში თიბისი ბანკი იღებს ვალდებულებას მოახდინოს თქვენ მიერ მოზიდულ სახსრებზე ცვლადი საპროცენტო განაკვეთის დაზღვევა ზედა (მაქსიმალური) საპროცენტო ზღვრის დაწესებით.
აღნიშნული დაზღვევა უზრუნველყოფს დაწესებულ ზღვარს გადაცილებული (გაზრდილი) საპროცენტო განაკვეთის შედეგად გამოწვეული დამატებითი ხარჯის კომპენსირებას. შესაბამისად კომპანიის ხარჯები არ იზრდება ევრო ლიბორის ან/და ლიბორის საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემთხვევაში.
აღნიშნული დაზღვევის შეძენისათვის კლიენტი წინასწარ იხდის ფიქსირებულ საკომისიოს.
“Floors” (ქვედა ზღვარი)
აღნიშნული ინსტრუმენტი გამოიყენება კომპანიის მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ან გაცემულ სესხებზე მისაღები საპროცენტო შემოსავლების გაზრდის მიზნით.
ამ ინსტრუმენტის შეძენის შემთხვევაში თიბისი ბანკი იღებს ვალდებულებას მოახდინოს თქვენ მიერ განთავსებულ სახსრებზე ცვლადი საპროცენტო განაკვეთის დაზღვევა ქვედა (მინიმალური) საპროცენტო ზღვრის დაწესებით.
აღნიშნული დაზღვევა უზრუნველყოფს დაწესებულ ზღვარს გადაცილებული (შემცირებული) საპროცენტო განაკვეთის შედეგად გამოწვეული დანაკარგის კომპენსირებას.
შესაბამისად კომპანიის საპროცენტო შემოსავლები არ შემცირდება ევრო ლიბორის ან/და ლიბორის საპროცენტო განაკვეთის შემცირების შემთხვევაში.
აღნიშნული დაზღვევის შეძენისათვის კლიენტი წინასწარ იხდის ფიქსირებულ საკომისიოს
საპროცენტო სვოპი
აღნიშნული ინსტრუმენტი გამოიყენება კომპანიის მიერ მიღებული ან განთავსებული სახსრების საპროცენტო განაკვეთის ცვლილებისაგან გამოწვეული ზარალის თავიდან აცილების მიზნით.
ამ ინსტრუმენტის შეძენის შემთხვევაში ბანკი ვალდებულებას იღებს მოახდინოს საპროცენტო განაკვეთის ჰეჯირება კლიენტისთვის, საპროცენტო ცვალებადობის სხვაობით მიყენებული ზარალის კომპენსაციის გზით. კერძოდ კლიენტი წინასწარ უთანხმდება ბანკს მისთვის მისაღებ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთზე და შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთის საბაზროსთან სხვაობის შემთხვევაში, ხორციელდება ხარჯების ურთიერთკომპენსაცია გარიგებაში მონაწილე მხარეებს შორის.