|
ავტომატური კომ. გადარიცხვები
 |
 |
|
გსურთ დაზოგოთ დრო, ნერვები და ფული?
|
|
დაივიწყოთ რიგები გადახდის პუნქტებში, ჩაჭრილი დენი, გათიშული ტელეფონი, გადაუხდელი ქვითრები...
მაშინ დღესვე დარეგისტრირდით "ავტომატური კომუნალური გადარიცხვების" სერვისზე და მიუძღვენით თქვენი ძვირფასი დრო რაიმე უფსო მნიშვნელოვანს. თქვენს კომუნალურ გადასახადებზე კი თიბისი ბანკი იზრუნებს.
|
|
|
მომსახურების აღწერა
|
"ავტომატური კომუნალური გადარიცხვები" არის მომხმარებლის დავალება ბანკისადმი გადაიხადოს მისი ანგარიშიდან კომუნალური და სხვა დანიშნულების გადასახადები. ანუ მომხმარებელი აღარ ფიქრობს, თუ როდის და რამდენი აქვს გადასახდელი დენის, გაზის, ტელეფონის და სხვა დავალიანებების დასაფარად. მის ნაცვლად ამ საქმეს ასრულებს ბანკი, რომელიც ავტომატურად გადარიცხავს საჭირო თანხას მომხმარებლის ანგარიშიდან კომუნალური კომპანიის ანგარიშზე.
|
ვისთვის არის ეს მომსახურება?
|
მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. ერთადერთი, რაც მოეთხოვება მომხმარებელს, არის თიბისი ბანკში საბანკო ანგარიშის ქონა და ამ ანგარიშზე გადარიცხვისათვის საკმარისი თანხის არსებობა.
|
რა შესაძლებლობა გეძლევათ?
|
■ ავტომატური კომუნალური გადარიცხვების საშუალებით თქვენ დღესვე შეგიძლიათ სრულად მოიხსნათ ყოველთვიური თანხის გადახდის პრობლემა შემდეგ კომპანიებში:
თელასი; ყაზტრანსგაზ-თბილისი; თბილწყალკანალი; დასუფთავების სამსახური; საქრთველოს ელექტროკავშირი, აიეტი TV ; ჯორჯია ონლაინი; სანეტი; კავკაზუს ნეთვორქი; ახალი ქსელები; ახტელი; საქართველოს ტელეკომი; გლობალ ერთი; ჯიპიაი ჰოლდინგი (კომპანიების ჩამონათვალი მუდმივად ივსება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.)
■ ავტომატური, პერიოდული სალარე გადარიცხვა, ფიქსირებულ თანხაზე ნებისმიერი მიმართულებით
■ ყოველი გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ.
|
ღირებულება
|
| რეგისტრაცია |
უფასო. |
| მომსახურების |
5 ლარი/კვარტალში/ |
| თითოელი გადარიცხვა |
უფასო |
| მონაცემების ცვლილება |
უფასო |
|
რა არის საჭირო რეგისტრაციისათვის?
|
ფიზიკურ პირებს უნდა ჰქონდეთ გახსნილი სადებეტო / საკრედიტო ბარათი, ან მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში.
იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ აქტიური მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკის რომელიმე ფილიალში.
|
როგირ დავრეგისტრირდეთ?
|
მიმართეთ თქვენს მომსახურე ფილიალს და წარადგინეთ თქვენი აბონენტის ნომრები. გთხოვთ, დარწმუნდეთ თქვენს მიერ მითითებული მონაცემების სისწორეში.
მხოლოდ ერთხელ გამონახეთ 15 წუთი რეგისტრაციისათვის და სამაგიეროდ მიიღებთ მრავალი წუთის, საათის და დღის ეკონომიას!
|
მუშაობის პრინციპი
|
გადარიცხვები ბანკის მიერ ყოველთვის დროულად შესრულდება. მთავარია უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა. თუ თქვენს ანგარიშზე გადარიცხვის მომენტში არ იქნება საკმარისი თანხა, მაშინ გადარიცხვა არ შესრულდება.
გადარიცხვის დავალება შესრულდება ანგარიშზე საკმარისი თანხის ჩარიცხვისთანავე.
|
კომუნალური გადასახადების პრობლემა ამიერიდან აღარ იარსებებს!
დარეგისტრირდით დღესვე!
|
|