მიუხედავად იმისა ამ მომენტში არის თუ არა თქვენთვის საინტერესო ვაკანსია სს "თიბისი ბანკში", თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ძალაში იქნება მისი ჩაბარებიდან ორი წლის განმავლობაში. პერიოდულად თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ინფორმაცია, როგორც ბანკში მოსვლით ასევე დარეკვით. სააპლიკაციო ფორმასთან ერთად უნდა გამოგვიგზავნოთ ფოტო სურათი. დამატებით მოკლე ავტობიოგრაფიის წარმოდგენა საჭირო არ არის.
ბანკში ვაკანსიების წარმოშობისთანავე გადაიხედება მუშაობის დაწყების მსურველთა უკვე წარმოდგენილი ინფორმაცია და თუ მათი მონაცემები დააკმაყოფილებს არსებული ვაკანსიისათვის საჭირო მოთხოვნებს, ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების მენეჯერი დაგიკავშირდებათ ტელეფონით.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
უნარ-ჩვევების ტესტირება;
ტესტირება უცხო ენაში;
გასაუბრება ბანკის შესაბამის თანამშრომელთან;
საბოლოო ეტაპი - სტაჟირება კადრების მომზადების ინსტრუქტორებთან (ეს ეხება, მხოლოდ ბანკის საოპერაციოში არსებულ ვაკანსიებს), რის შემდეგაც კვლავ ჩაგიტარდებათ ტესტირება უკვე ნასწავლის მიხედვით და თქვენც ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.