უკვე მეოთხე წელია, თიბისი ბანკის შენობა, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის სათავო ოფისის ფუნქციის გარდა, წარმატებით ასრულებს საქართველოს ერთ-ერთი კულტურული ცენტრის დანიშნულებას.
ბანკის სათავო ოფისში განთავსებულ ,"თიბისი გალერეაში" ყოველთვიურად ტარდება კულტურული ღონისძიებები: გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები, პრეზენტაციები და სხვა. ამ ღონისძიებებს ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას
დღეს "თიბისი გალერეა" თბილისის გარდა, უკვე საქართველოს ორ ქალაქში: სიღნაღსა და ბათუმში ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ფართოვდება. ამით ჩვენ ვცდილობთ, რეგიონებში მოღვაწე ხელოვანებს დავეხმაროთ და მივცეთ საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის შესაძლებლობა.