Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

<<--
05.01.2010
25 წლის მეანაბრემ მოიგო 1 მილიონი ლარი თიბისი ბანკისაგან

31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე 2 საათით ადრე, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში თიბისი ბანკის ანაბრების წამახალისებელი აქციის “გახდი მილიონერი” ფინალური გათამაშება გაიმართა.

თიბისი ბანკის მთავარი პრიზი 1 მილიონი ლარი მოიგო  25 წლის ბათუმელმა ნონა ჯორთმენაძემ. მილიონის გადაცემა მოხდება თიბისი ბანკის სათავო ოფისში, სადაც გამარჯვებულ მეანაბრეს ოფიციალურად გადაეცემა თიბისი ბანკისგან მოგებული თანხა.

ანაბრების წამახალისებელი აქცია ,,გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად” თიბისი ბანკში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. პირველი მილიონი ლარი თიბისი ბანკმა 2008 წელს გაათამაშა.
 
   
                
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze