|
ბანკის მისია
 |
 |
|
კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონე და კომპანიის ღირებულების სტაბილური ზრდა.
|
|
|
|
ბოლო სიახლეები
|
თიბისი ბანკის მომავლის ხედვათიბისი ბანკის აქციონერების, მენეჯმენტის და თითოეული თანამშრომლის ხედვით, მომავალში თიბისი ბანკი იქნება კომპანია, რომელიც: - განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მსხვილ და საშუალო ზომის კომპანიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებს, დაამყარებს და განავითარებს მათთან გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს;
- განავითარებს საცალო საბანკო მომსახურების ბიზნესს, 2008 წლისათვის ეყოლება 150,000 საცალო საბანკო მომხმარებელი;
- კლიენტს შესთავაზებს ფინანსური მომსახურების სრულ სპექტრს. ბაზარზე გამორჩეული იქნება მომსახურების ხარისხითა და გაყიდვების დახვეწილი სისტემებით;
- განავითარებს მომსახურების მიწოდების ელექტრონულ საშუალებებს;
- თანამშრომელთა პოტენციალისა და საქმიანობის შედეგების სამართლიანი შეფასებით უზრუნველყოფს თითოეულის პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;
- უზრუნველყოფს ფინანსურ საიმედოობას და სტაბილურ განვითარებას;
- ყოველთვის გამჭვირვალედ აწარმოებს თავის საქმიანობას, იქნება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული და კულტურული ფასეულობების მხარდამჭერი კომპანია და, ამასთანავე, თავის საქმიანობაში იხელმძღვანელებს ბიზნესის მართვის დასავლური სტანდარტებით.
- განავითარებს ბიზნესს მეზობელ ქვეყნებში, სადაც საშუალება ექნება დაიმკვიდროს ადგილი შერჩეულ მიზნობრივ სეგმენტებზე;
თიბისი ბანკის მენეჯმენტის მისიაიმისათვის, რომ თიბისი ბანკის მენეჯმენტმა და თანამშრომლებმა შეძლონ ხედვით განსაზღვრული ბანკის შექმნა, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მენეჯმენტის მისიაა: უზრუნველყოს კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონე და კომპანიის ღირებულების სტაბილური ზრდა.
|
|